„ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარადგინა
„ევროპულმა საქართველომ“ საზოგადოებას საპარლამენტო არჩევნებისთვის პარტიის სია წარუდგინა.
სია წარადგინა „ევროპული საქართველოს“ სპიკერმა, თათია ვახტანგაძემ. ვახტანგაძის თქმით, სია არ არის რიგითობით და შეადგენს იმ გუნდის სიას, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს.
„ევროპული საქართველოს“ სიაში არიან: გიგი უგულავა, ტარიელ ლონდარიძე, ლევან თარხნიშვილი, გოჩა გურგუჩიანი, არსენ კარაპეტიანი, ზურაბ ჩილინგარაშვილი, ირინე აფხაზავა, აჰმედ იმამკულიევი, ზურაბ ჭიაბერაშვილი, გიორგი კანდელაკი, გიორგი ღვინიაშვილი, მაია კაციტაძე, ელენე ოზაშვილი, სერგო რატიანი, ირაკლი კიკნაველიძე, მალხაზ პატარაია, ოთარ კახიძე, მარიამ რამინაშვილი, ლელა ქებურია, ირაკლი აბესაძე, აკაკი ბობოხიძე, გიგა ბოკერია, ზაზა კედელაშვილი, ნინო გოგუაძე, ირმა ნადირაშვილი, ზურაბ ბუცხრიკიძე, სერგი კაპანაძე, გიგი წერეთელი, ტარიელ ნაკაიძე, ხათუნა გოგორიშვილი, ელენე ხოშტარია, არმაზ ახვლედიანი, დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე.