ირმა ნადირაშვილი და აკაკი ბობოხიძე „ტვ პირველის“ პავილიონთან აქციაზე მივიდნენ

21:45, 11.07.2019

„ევროპული საქართველოს“ წვერები ირმა ნადირაშვილი და აკაკი ბობოხიძე „ტვ პირველის“ პავილიონთან, აქციაზე მივიდნენ. ოპოზიციის წევრებმა პოლიციას მიმართეს, რათა ტელევიზიის ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება მიეცათ, სადაც შს მინისტრი გიორგი გახარია გადაცემაში იმყოფება სტუმრად.

პოლიციამ პარტიის წარმომადგენლებს ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება არ მისცა, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, პოლიციას კერძო ტერიტორიის ოკუპირების უფლება არ ჰქონდა.

„მიმიფურთხებია იმ მინისტრისთვის, რომელიც პოლიცილების დასაცავი ხდება. მე ვაპირებ შესვლას, რადგან პარლამენტის წევრი ვარ და ამის უფლება მაქვს. თქვენი მინისტრი ზის და უტიფრად იტყუება, მიწასთან გასწორებული, ნულზე დასული კაცია“, – განაცხადა აკაკი ბობიხიძემ, როდესაც ის პოლიციელებს მიმართავდა.

„ტვ პირველთან“, სადაც გადაცემაში „რეაქცია“ სტუმრად შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია იმყოფება, საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

მსგავსი