„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის ეზოში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ბოქლომი დაადეს [ფოტო]
„ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტის ეზოში შესასვლელ ერთ-ერთ კარს ბოქლომი დაადეს [ფოტო]

პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრებმა პარლამენტში შესასვლელ ერთ-ერთ კარს, ჩიტაძის ქუჩის მხრიდან, სიმბოლურად ბოქლომი დაადეს.

გიგი უგულავამ პარლამენტის ეზოს შესასვლელ კარს ჯაჭვი გაუკეთა და ბოქლომით ჩაკეტა. ამასთან, შიგნით მყოფ სამართალდამცველებს მიმართა, რომ მშვიდად იყვნენ, შიგნით შესვლას არავინ აპირებს. კარს მეორე ბოქლომიც დაადეს.

გიგი უგულავას თქმით, ბოქლომის გასაღები ხალხს გადაეცემა.

„ეს გასაღები გადაეცემა ხალხს, ნიშნად იმისა, რომ დაილუქა ხალხის მიერ შენობა, სადაც  საუკუნის მზაკვრობა და ღალატი იკადრა ივანიშვილმა. ტყულად ჰგონიათ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს, რომ აქ მშვიდად ივლიან და მერე მურუსიძეს და ვიღაც ვიგინდარა,  უდიპლომო პროკურორს დანიშნავენ უზენაესი სასმართლოს თავმჯდომარედ. ასე არ მოხდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

ამასთან, მოგვიანებით, სამართალდამცველებმა კარს ბოქლომი მოხსნეს.

პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი