„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსთავის მერიასთან აქციას მართავენ
„ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები რუსთავის მერიასთან აქციას მართავენ

რუსთავში პარტია „ევროპული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები ქალაქის მერიის წინ აქციას გამართავენ.

აქციის მონაწილეები ქალაქში დროგამოშვებით არსებულ უსიამოვნო სუნს აპროტესტებენ და ადგილობრივი ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ.

რუსთავის მერის, ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, მერია როგორც მესამე მხარე, სოკოს საწარმოსთან მოლაპარაკების პროცესში ჩაერთო და მიღწეულია შეთანხმება, რომ კომპანია საწარმოს მოდერნიზებას განახორციელებს, ახალ ტექნიკასა და ფილტრებს შეიძენს.