„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა
„ევროპული საქართველოს“ ოფისთან აქცია გაიმართა

„ევროპული საქართველოს“ ოფისთან ახალგაზრდების ჯგუფმა აქცია გამართა.

აქციის მონაწილეები უკვე მეშვიდე დღეა საქართველოს პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერებას აპროტესტებენ. ახალგაზრდები ითხოვენ, რომ დეპუტატებმა ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა მანდატები დატოვონ.

პროტესტის მონაწილეებმა „ევროპული საქართველოს“ ოფისთან სტიკერები გააკრეს და დამოუკიდებელი საქართველოს პირველი ჰიმნი გააჟღერეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე გაგრძელდება და შეეცდებიან, რომ დეპუტატებს სირცხვილის კორიდორი მოუწყონ.