„ევროპული საქართველო“ საკუთარი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს
„ევროპული საქართველო“ საკუთარი დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგებს აქვეყნებს

„ევროპულმა საქართველომ“ საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა, – ამის შესახებ პარტიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში არის აღნიშნული.

„20:00 საათის შედეგები შემდეგია: „ქართული ოცნება“ – 40,01%; „ენმ“ – 28,10%; „ევროპული საქართველო“ – 9,02%; „სტრატეგია აღმაშენებელი“ – 4,90%; „ლელო“ – 4,01;​ „ლეიბორისტული პარტია“ – 3,88%; „გირჩი“ – 3,05%; „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი საქართველო“ – 2,20%; „პატრიოტთა ალიანსი“ – 1,10%; „ირაკლი ოქრუაშვილი – გამარჯვებული საქართველო“ – 1,01%; „მოქალაქეები“ – 1,01%; „სხვა“ – 2,29%.