ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობები რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ასევე ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობები რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ასევე ავსტრიის, ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობები რუსეთის ხელისუფლებას ალექსეი ნავალნის გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

შარლ მიშელის განცხადებით, რუსი ოპოზიციონერის დაკავება მიუღებელია და დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და მასზე თავდასხმის გამოძიებას ითხოვს.

პარალელურად, ერთობლივ წერილს აქვეყნებენ ლატვიის, ესტონეთისა და ლიეტუვის მთავრობები, რომელშიც აღნიშნულია, რომ თუ რუსეთი ნავალნის არ გაათავისუფლებს, ევროკავშირმა სანქციების საკითხი უნდა განიხილოს.

საერთაშორისო ორგანიზაცია „ამნესთი ინტერნეიშენალმა“ ალექსეი ნავალნის სინდისის პატიმარი უწოდა.

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი სამართალდამცველებმა მოსკოვის „შერემეტიევოს“ აეროპორტში დააკავეს. რუსეთის ფედერალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ალექსეი ნავალნი გამოსაცდელი ვადის პირობების სისტემატური დარღვევისთვის დააკავეს.