ევროპული ქსელის ანალიტიკოსი - ცესკო-ს წევრების არჩევისას ვადების ცვლილებებმა გავლენა მოახდინა პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე
ევროპული ქსელის ანალიტიკოსი - ცესკო-ს წევრების არჩევისას ვადების ცვლილებებმა გავლენა მოახდინა პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე

ცესკო-ს წევრების არჩევის საპარლამენტო კენჭისყრებს შორის პერიოდის არსებითმა ცვლილებებმა გავლენა მოახდინა მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის კონსენსუსის მიღწევის შესაძლებლობაზე, – ამის შესახებ ევროპული ქსელის იურიდიულმა ანალიტიკოსმა, ქრისტინა ჩებემ განაცხადა.

როგორც ქრისტინა ჩებემ აღნიშნა, ცესკო-ს სამ ვაკანტურ პოზიციაზე დანიშნულ არც ერთ კანდიდატს არ მიუღია საპარლამენტო ოპოზიციის ხმები და შესაბამისად, ისინი ექვსი თვის ვადით არიან დანიშნულები.

„ENEMO-სთან საუბრებში გამოიკვეთა, რომ აღნიშნულმა მოვლენებმა დააზიანა კონსენსუსი მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის. საერთო ჯამში არსებული კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, იძლევა დემოკრატიული არჩევნების ჩატარების გარანტიას. 2021 წლის ივნისის ცვლილებები, რომელიც მოყვა 19 აპრილის შეთანხმებას, ზოგადად პოზიტიური იყო და ითვალისწინებდა საერთაშორისო, ადგილობრივი აქტორების რეკომენდაციებს. შესაძლებელია, სამართლებრივი ჩარჩოს კვლავ გაუმჯობესება ყოვლისმომცველი რეფორმით. აღსანიშნავია, რომ სამართლებრივი ჩარჩოს ცვლილება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე არ არის რეკომენდიებული პრაქტიკა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ცვლილებები არსებითი ხასიათისაა, ვინაიდან, ეს პრაქტიკა ნეგატიურად მოქმედებს სამართლის სტაბილურობაზე და ამავე დროს, დამატებით ტვირთს აკისრებს არჩევნების მართვის ორგანოებს. ცვლილებებმა შეცვალა კომისიების შემადგენლობა ყველა დონეზე და ცესკო-ს თავმჯდომარისა და არაპარტიული წევრების არჩევის პროცედურა იმ მიზნით, რომ პოლიტიკური ძალების უფრო დაბალანსებული წარმომადგენლობის მეშვეობით, გაზრდილიყო საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანოების მიმართ საზოგადოებრივი ნდობა“, – განაცხადა ქრისტინა ჩებემ.