ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი - რუსეთმა გადაკვეთა წითელი ხაზები საქართველოსთან 2008 წლის ომში, როდესაც მისი ტანკები თბილისს მიუახლოვდნენ
ევროპული პოლიტიკის ცენტრის ანალიტიკოსი - რუსეთმა გადაკვეთა წითელი ხაზები საქართველოსთან 2008 წლის ომში, როდესაც მისი ტანკები თბილისს მიუახლოვდნენ

რუსეთმა გადაკვეთა წითელი ხაზები საქართველოსთან 2008 წლის ომში, როდესაც მისი ტანკები თბილისს მიუახლოვდნენ, – ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ცენტრის უფროსმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსმა, ამანდა პოლმა „პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური კვლევების ფონდის“ მიერ ორგანიზებულ ონლაინპანელზე განაცხადა.

ბრიუსელში მოქმედმა ფონდმა სემინარი სახელწოდებით, „ევროკავშირ-რუსეთის დაძაბული ურთიერთობები: ბიზნესი, როგორც ყოველთვის?“ გამართა.

ამანდა პოლმა პანელზე განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ, აშშ-მა და ევროკავშირმა გადაწყვიტეს ურთიერთობის გადატვირთვის ბოლო შანსი მიეცათ, მაგრამ რუსეთისთვის გადატვირთვა არასდროს მომხდარა.

ევროპელი პოლიტოლოგის თქმით, ამჟამად უკრაინის საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის ზრდა შეშფოთებას იწვევს, თუმცა რუსეთის მხრიდან სრულმასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შანსები დაბალია. ონლაინპანელზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ევროკავშირს რუსეთთან მიმართებაში საერთო მიდგომის ნაკლებობა აქვს.

დატოვე კომენტარი