ევროპის კოსმოსური სააგენტო - ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონემ 50 პროცენტით იკლო
ევროპის კოსმოსური სააგენტო - ევროპაში ჰაერის დაბინძურების დონემ 50 პროცენტით იკლო

კორონავირუსის გამო გამოცხადებული კარანტინის რეჟიმების შედეგად ევროპის ქვეყნებში ჰაერის დაბინძურების დონემ საგრძნობლად იკლო. ინფორმაციას ევროპის კოსმოსური სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, აზოტის დიოქსიდის დონე დაახლოებით 50 პროცენტით არის შემცირებული, რაც იმ შეზღუდვებთან არის დაკავშირებული, რომლებიც ევროპის ქვეყნებში კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად იქნა მიღებული.

ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება ყველაზე შესამჩნევი საფრანგეთში, ესპანეთსა და იტალიაშია, სადაც კარანტინის ყველაზე მკაცრი ზომები არის გატარებული. პარიზში დაბინძურების დონემ 54 პროცენტით იკლო, მადრიდში მილანსა და რომში კი ეს მაჩვენებელი დაახლოებით 45 პროცენტია.