ევროპული კლუბებიდან „დინამოში“ - თბილისურ გუნდში კუცია და ჩხეტიანი დაბრუნდნენ #1TVSPORT
ევროპული კლუბებიდან „დინამოში“ - თბილისურ გუნდში კუცია და ჩხეტიანი დაბრუნდნენ #1TVSPORT

„დინამო თბილისს“ იჯარით განათხოვრებული ფეხბურთელები – გიორგი ჩხეტიანი და გიორგი კუცია დაუბრუნდნენ.

გიორგი ჩხეტიანი თბილისურ კლუბს პორტუგალიური „ბრაგადან“ შეუერთდა. განათხოვრების პერიოდში ახალგაზრდა მარცხენა მცველმა „ბრაგას“ 23-წლამდე გუნდის შემადგენლობაში 17 მატჩი გამართა და მის ანგარიშზე ორი საგოლე გადაცემაა. გიორგი კუცია ჩრდილოეთ მაკედონიურ „რაბოტნიჩკიში“ ასპარეზობდა და ამ ქვეყნის უმაღლეს ლიგაში თერთმეტჯერ ითამაშა.

ორივე ფეხბურთელი „დინამო თბილისის“ აკადემიის აღზრდილია, კუციას თბილისური კლუბის პირველ გუნდში 103 შეხვედრა აქვს გამართული, მის ანგარიშზე 6 გოლი და 9 საგოლე გადაცემაა. ჩხეტიანის ანგარიშზე კი, „დინამოს“ ძირითად გუნდში ერთი შეხვედრაა. ​

„მშობლიურ კლუბში დაბრუნებით ძალიან ბედნიერი ვარ. პორტუგალიაში გატარებულ პერიოდში საკმაოდ დიდი გამოცდილება მივიღე და ახლა მსურს ეს გამოცდილება „დინამოსთან“ ერთად წარმატების მისაღწევად გამოვიყენო. გუნდთან ერთად უკვე ვვარჯიშობ და უახლოესი მატჩებისთვის სრული დატვირთვით ვემზადები“, – ამბობს გიორგი ჩხეტიანი.

კომენტარი გააკეთა გიორგი კუციამაც.

„ძალიან სასიამოვნოა, რომ „დინამოში“ ასპარეზობის საშუალება კიდევ ერთხელ მომეცემა. „რაბოტნიჩკი“ ჩემი პირველი უცხოური გუნდი იყო და საინტერესო გამოცდილება მივიღე. ახლა სრულად „დინამოზე“ ვარ კონცენტრირებული და იმედია, გუნდთან ერთად დასახულ მიზნებს მივაღწევ“.