ევროპული გრანდების სავარაუდო ხუთეულები ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევზე – Marca-ს ვერსია
ევროპული გრანდების სავარაუდო ხუთეულები ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევზე – Marca-ს ვერსია

საინტერესო თემას შეეხო ესპანური გაზეთის Marca-ს ორშაბათის ნომერი. ახლოვდება ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ტური. ცნობილია, რომ ევროლიგა შესარჩევ მატჩებზე არ გაუშვებს თავის კლუბებში მოთამაშე კალათბურთელებს. ბუნებრივია, ოკეანის გაღმიდანაც სეზონის ამ ნაწილში ევროპაში ვერავინ ჩამოვა სათამაშოდ. სხვათა შორის, გაირკვა, რომ არც ჩინეთის ლიგა აპირებს თავის კლუბებში მოთამაშე ევროპელების გამოშვებას ძველი კონტინენტის შესარჩევ ტურნირზე.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, Marca-მ ფიბას მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირის პირველი ტურისთვის 11 ევროპული გრანდის სავარაუდო სასტარტო ხუთეულები ჩამოწერა:

ესპანეთი: კინო კოლომი, ხაიმე ფერნანდესი, ჩაბი რაბასედა, პაბლო აგილარი, ფრან ვასკესი.

გერმანია: ისმეტ აკპინარი, კარსტენ ტადა, რობინ ბენცინგი, დანილო ბარტელი, მაიკ ცირბესი.

ხორვატია: როკ სტიპჩევიჩი, ფილიპ კრუსლინი, დომაგოი ბოსნიაკი, მირო ბილანი, დარკო პლანიჩიჩი.

სლოვენია: ლუკა რუპნიკი, იაკა ბლაჟიჩი, კლემენ პრეპელიჩი, საშა ზაგორაცი, გასპერ ვიდმარი.

საფრანგეთი: ენდრიუ ალბისი, ედვინ ჯექსონი, შარლ კაუდი, ბორის დიაო, მუსტაფა ფოლი.

საბერძნეთი: იოანის ათანასიუ, მაიკლ ბრამოსი, დუშან საკოტა, პანაიოტის ვასილოპულოსი, იოანის ბურუსისი.

იტალია: არიელ ფილოი, პიეტრო არადორი, ალესანდრო ჯენტილე, პოლ ბილიგა, ანდრეა კროსარიოლი.

ლიტვა: ადას იუშკევიჩუსი, რენალდას სეიბუტისი, მარიუს გრიგონისი, ეიმანტას ბენძიუსი, კშიშტოფ ლავრინოვიჩი.

პოლონეთი: ეი ჯეი სლაუტერი, ლუკაშ კოშარეკი, მატეუშ პონიტკა, დამიან კულიგი, პრჟემეკ კარნოვსკი.

სერბეთი: სტეფან იოვიჩი, ივან პაუნიჩი, მარკო სიმონოვიჩი, სტეფან ბირჩევიჩი (ან მილან მაჩვანი), მიროსლავ რადუდიცა.

თურქეთი: ქენან შიპაჰი, დოშუშ ბალბაი*, ბირქან ბათუქი*, ფურქან ალდემირი, სემიჰ ერდენი.

* ბალბაი და ბათუქი ევროლიგის გუნდის – “ეფესის” მოთამაშეები არიან, მაგრამ განაცხადეს, რომ კლუბი ნებას რთავს ფიბა-ს ტურნირში მონაწილეობაზე.