ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას დონალდ ტრამპი აკრიტიკებს
დონალდ ტრამპი ევროპული არმიის შექმნასთან დაკავშირებით საფრანგეთის პრეზიდენტის იდეას აკრიტიკებს.
„ემანუელ მაკრონს სურს შექმნას საკუთარი არმია, რომ დაიცვას ევროპა აშშ-ისგან, ჩინეთისა და რუსეთისგან. მაგრამ პირველ და მეორე მსოფლიო ომებში გერმანია იყო. როგორ იმუშავა ამან საფრანგეთისთვის? მათ პარიზში გერმანულის სწავლა დაიწყეს, ვიდრე აშშ გამოჩნდებოდა. გადაიხადეთ ნატო-სთვის ან არა“ – დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ში.
ნოემბრის დასაწყისში საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი „საერთოევროპული არმიის“ შექმნის ინიციატივით გამოვიდა. მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნულ ინიციატივას „შეურაცხმყოფელი“ უწოდა და აღნიშნა, რომ ევროპამ თავდაპირველად ნატო-ში თავისი სამართლიანი წილი უნდა გადაიხადოს.