ევროპის წამლის სააგენტომ „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების განხილვა დაიწყო
ევროპის წამლის სააგენტომ ჩინური წარმოების „სინოვაკის“ ვაქცინის ეფექტურობისა და უსაფრთხოების განხილვა დაიწყო.
სააგენტო ლაბორატორიული კვლევებისა და კლინიკური ცდების წინასწარ შედეგებს გაეცნობა.
„ეს კვლევები ადასტურებს, რომ ვაქცინა უწყობს ხელს ანტისხეულების გამომუშავებას, რომლებიც კორონავირუსს ებრძვის და დაავადებისგან დაცვა შეუძლია“, – ნათქვამია განცხადებაში.
დღეისთვის ევროპის წამლის სააგენტოს ოთხი ვაქცინა აქვს დამტკიცებული, მათ შორის „ასტრაზენეკა“, „მოდერნა“, „ფაიზერი“ და „იენსენი“.
სააგენტო ასევე განიხილავს გერმანული „ქიურვაკის“, ამერიკული „ნოვავაქსისა“ და რუსული „სპუტნიკ ვი“-ს ვაქცინებს.