ევროპის ტოპ ლიგები ფიფა-ს წინააღმდეგ სასამართლოში ჩივილს გეგმავენ #1TVSPORT
წამყვანი ევროპული საფეხბურთო ლიგები აპირებენ, სასამართლოში უჩივლონ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას (ფიფა).
როგორც ცნობილი ჟურნალისტი კავე სოლკეჰოლი თავის სოციალურ ქსელში წერს, ევროპული ფედერაციები უკმაყოფილონი არიან გადატვირთული საფეხბურთო კალენდრით.
ჯერჯერობით ცნობილი არ არის, სასამართლოში ჩივილს კონკრეტულად რომელი ლიგები აპირებენ.