ევროპის სუპერლიგის გამოცხადების შემდეგ, მისმა გუნდებმა 22-დან 10 მატჩი მოიგეს #1TVSPORT
ევროპის სუპერლიგის გამოცხადების შემდეგ, მისმა გუნდებმა 22-დან 10 მატჩი მოიგეს #1TVSPORT

ერთი კვირის განმავლობაში ევროპის სუპერლიგამ მოასწრო ჯერ შეკრება და შემდეგ ჩამოშლა, მაგრამ მისი გამოჩენა ამ ლიგის წევრებმა არც ისე იოლად გადაიტანეს. ტურნირის გავლენა ზუსტად აღწერა „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა თომას ტუხელმა.

„ბრაიტონთან“ მატჩის წინ, ჩვენ მხოლოდ სუპერლიგაზე ვლაპარაკობდით – სხვა არაფერზე. არავინ სვამდა კითხვებს თამაშის შესახებ. ამ თემამ ყველას გაგვიფანტა ყურადღება. ვცდილობდით მატჩში გამარჯვებისთვის საჭირო ატმოსფეროს შექმნას, მაგრამ ვერ შემძელით“, – თქვა „ბრაიტონთან“ ფრის შემდეგ გერმანელმა სპეციალისტმა.

საჭირო განწყობის შექმნა თითქმის ვერავინ შეძლო. სუპერლიგის კლუბები ტურნირის გამოცხადების შემდეგ:

ბარსელონა – ხეტაფე 5:2, ვილიარეალი 2:1

მანჩესტერ სიტი – ასტონ ვილა 2:1, ტოტენჰემი 1:0

რეალი – კადისი 3:0, ბეტისი 0:0

იუვენტუსი – პარმა 3:1, ფიორენტინა 1:1

ინტერი – სპეცია 1:0, ვერონა 1:0

ჩელსი – ბრაიტონი 0:0, ვესტ ჰემი 1:0

ატლეტიკო – უესკა 2:0, ბილბაო 1:2

ტოტენჰემი – საუთჰემპტონი 2:1, მანჩესტერ სიტი 0:1

ლივერპული – ლიდსი 1:1, ნიუკასლი 1:1

მანჩესტერ იუნაიტედი – ლიდსი 0:0

არსენალი – ევერტონი 0:1

მილანი – სასუოლო 1:2, ლაციო 0:3

* * *

* მხოლოდ 10 მოგება 22 მატჩში (45%). თუმცა, სტატისტიკაში ჩაერია ერთი თამაში სუპერლიგის გუნდებს შორის: „სიტიმ“ მოუგო „ტოტენჰემს“ ინგლისის ლიგის თასის ფინალში.

* მხოლოდ ორმა გუნდმა მოიგო ყველა მატჩი: „ბარსელონამ“ და „სიტიმ“. სამაგიეროდ, ოთხი მოგების გარეშე დარჩა.

* „არსენალმა“ 1996 წლის შემდეგ პირველად წააგო შინ „ევერტონთან“.

* „იუვენტუსი“ გამოვარდა პირველი სამეულიდან, „მილანი“ – ჩემპიონთა ლიგის ზონიდან. მათ გაუსწრეს „ატალანტამ“ და „ნაპოლიმ“, რომლებისთვისაც სუპერლიგაში ადგილი არ მოიძებნა.

* „რეალი“ და „ატლეტიკო“ დაკარგული ქულებით ჩამორჩნენ „ბარსელონას“.

* „ლივერპულმა“ ორჯერ ითამაშა ფრედ და ახლა, ჩემპიონთა ლიგის ზონას ოთხი ქულით ჩამორჩება.

დატოვე კომენტარი