ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა
ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრი - ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა

ევროკავშირის გაფართოებას შეუძლია პუტინის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლა, – ამის შესახებ ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა, ლორენს ბუნმა განაცხადა.

საფრანგეთის მთავრობის წარმომადგენლის თქმით, ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ქვეყნებს, წინააღმდეგობა გაუწიონ ვლადიმერ პუტინს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივების შესახებ მკაფიო შეტყობინების გაგზავნით.

ლორენს ბუნის განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებში ბევრია დეზინფორმაცია და ჩარევა.

„ვლადიმერ პუტინი, ტერიტორიული ამბიციების გარდა, მიზნად ისახავს ევროკავშირის დასუსტებას. ეს არის ფაქტორი, რომელიც უნდა გავითვალისწინოთ და რომელსაც უნდა ვებრძოლოთ. ევროკავშირი უნდა დაეხმაროს ამ ქვეყნებს, მაქსიმალურად ებრძოლონ რუსეთის გავლენის სტრატეგიას, მათი სუვერენიტეტის პატივისცემით“, – განაცხადა ევროპის საკითხებში საფრანგეთის სახელმწიფო მინისტრმა.