„ევროპის სახალხო პარტია“ – შეშფოთებული ვართ „ქართული ოცნების“ მცდელობით, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას
შეშფოთებული ვართ „ქართული ოცნების“ პარტიის მცდელობით, თავს დაესხას ქვეყნის დემოკრატიულ ღირებულებებს, ეს ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას, – ამის შესახებ ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ გამოქვეყნდა.
„ევროპის სახალხო პარტიის“ „ტვიტერის“ გვერდზე გამოქვეყნებულია ევროპარლამენტარ მირიამ ლექსმანის განცხადებაც.
„საქართველოს მმართველმა პარტიამ დაამტკიცა, რომ ის არის ერთადერთი „რადიკალური ძალა“ და „ტყუილის მანქანა“, – აღნიშნავს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი.
🇬🇪 We are concerned about the Georgian Dream Party’s attempted attack on the country’s democratic values.
It was contrary to the European aspirations of the people!
“The ruling party proved to be the only ‘radical force’ and the ‘machine of lies’ in #Georgia”, says @MiriamMLex. pic.twitter.com/StLfjzIp3Q
— EPP Group (@EPPGroup) March 14, 2023