„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები. ამის შესახებ ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საქართველოში შაბათს დაგეგმილი ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არ ასრულებს წამყვანი სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეკომენდაციებს და აგრძელებს პოლარიზაციის, ძალადობის კიდევ უფრო გაღრმავებას და სიძულვილის ენის გავრცელებას. ჩვენ ასევე შეშფოთებული ვართ სამართალდამცავი ორგანოების ყოფილი ოფიცრებისა და ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ რეპრესიებით. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემაშფოთებელი გაუარესება და მისი სიცოცხლისთვის არსებული საფრთხეები ასევე ზრდის პოლარიზაციისა და დაძაბულობის გაძლიერების ეფექტს“, – ნათქვამია „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ „ევროპის სახალხო პარტია“ მხარს უჭერს „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილ ადგილობრივი კოალიციური მთავრობების ჩრდილოვან კაბინეტს.

„ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეწყვიტოს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ასევე მხარს ვუჭერთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატების მიერ წარდგენილი ადგილობრივი კოალიციური მთავრობების ჩრდილოვან კაბინეტს, ინიციატივას, რომელიც აერთიანებს ექვს ოპოზიციურ პარტიას თბილისში და სხვა მსხვილ ქალაქებში, მეორე რაუნდის წინ. ეს არის პოზიტიური გზავნილი ოპოზიციურ პარტიებს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის შესახებ და შესაძლოა, იყოს ეფექტიანი მოდელი ეროვნული კოალიციური მთავრობისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.

დატოვე კომენტარი