ევროპის სახალხო პარტია - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, კომპრომისის ძებნის ნაცვლად, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება
ევროპის სახალხო პარტია - სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, კომპრომისის ძებნის ნაცვლად, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება

სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ნიკა მელიას დაპატიმრების გადაწყვეტილებით, გამოსავლისა და კომპრომისის ძებნის ნაცვლად, აირჩია პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება, – ამის შესახებ აღნიშნულია „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადებაში, რომელსაც პარტია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.

განცხადების თანახმად, საქართველო შეიძლება, ყოფილიყო რეგიონში წამყვანი ქვეყანა, თუმცა ის უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და ინსტრუმენტულ მართლმსაჯულებას.

„ვადამდელი არჩევნები და მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის განახლება უნდა განიხილოს როგორც შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალი“, – აღნიშნულია განცხადებაში.