ევროპის საინვესტიციო ბანკმა შესაძლოა, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ელექტრო ავტობუსებით შეცვლა დააფინანსოს
ევროპის საინვესტიციო ბანკმა შესაძლოა, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ელექტრო ავტობუსებით შეცვლა დააფინანსოს

ევროპის საინვესტიციო ბანკმა შესაძლოა, თბილისში სამარშრუტო ტაქსების ელექტრო ავტობუსებით შევცლა დააფინანსოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ორგანიზაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ვაზილ ჰუდაკმა განუცხადა.

მისი ინფორმაციით, საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაუმჯობესების საკითხის აქტიური განხილვა მიმდინარეობს თბილისის მერ კახა კალაძესთან.

„ძალიან საინტერესო პროექტები გვაქვს თბილისის ახალ ხელმძღვანელობასთან, კახა კალაძესთან. ჩვენ ვხედავთ კარგ შესაძლებლობას საზოგადოებრივ ტრანსპორტთან მიმართებაში. მაგალითად, გვჯერა, რომ ე.წ მარშრუტკების ჩანაცვლება ელექტრო ავტობუსებით კარგი და ინოვაციური გზაა. ეს სუფთა ტრანსპორტია“, – აღნიშნა ჰუდაკმა.