ევროპის საბჭოში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი აფხაზეთის კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six საზეიმოდ გახსნეს [ვიდეო]

სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი აფხაზეთის გურამ ყურაშვილის სახელობის სახელმწიფო საგუნდო კაპელამ და ჯგუფმა The Georgian Six გახსნეს. მათ ორი სიმღერა შეასრულეს – ქართულენოვანი „ლალე“ და ინგლისურენოვანი What a wonderful World.

აფხაზეთის კაპელა 7 ნოემბერს სოლოკონცერტს Respire Temple Neuf-ის ტაძარში გამართავს, რომელსაც დაესწრებიან ქართული დიასპორა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატები.

აფხაზეთის კაპელა სტრასბურგში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის ინიციატივით იმყოფება. აღნიშნული სკოლა ევროპის საბჭოს მსოფლიო ფორუმს ყოველ წელს ესწრება. ორი წლის წინ დემოკრატიის მსოფლიო ფორუმი ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა.