ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდება. ამის შესახებ ასამბლეის ოფიციალურ ვებგვერდზეა ნათქვამი.

„ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, რომელსაც ჰოლანდიელი დეპუტატი ტინიკოქსი ხელმძღვანელობს საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და პირველ ნოემბრამდე დააკვირდება საპარლამენტო არჩევნებს. ისინი არჩევნებს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდებიან. 31 ოქტომბრამდე დაგეგმილია ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციის წევრების შეხვედრა პოლიტიკურ პარტიების წარმომადგენლებთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან და სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან“, – ნათქვამია განცხადებაში.

მათივე ინფორმაციით, პრესკონფერენციას დამკვირვებლები პირველ ნოემბერს გამართავენ.

დატოვე კომენტარი