ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მედიის თავისუფლების საფრთხეების ეფექტურად აღმოფხვრისკენ მოუწოდებს
ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეა წევრ ქვეყნებს მედიის თავისუფლების საფრთხეების ეფექტურად აღმოფხვრისკენ მოუწოდებს

ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეა მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, მედიის თავისუფლების წინაშე არსებული საფრთხეების ეფექტურად აღმოფხვრან. ამის შესახებ საუბარია რეზოლუციაში, რომელიც სტრასბურგში მიმდინარე ზამთრის სესიაზე დაამტკიცეს.

დოკუმენტში ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის წევრები მოუწოდებენ წევრ ქვეყნებს, ჟურნალისტების მუშაობისთვის თავისუფალი გარემო უზრუნველყონ. დოკუმენტის ავტორები რამდენიმე სახელმწიფოს კონკრეტული რეკომენდაციებით მიმართავენ. მათ შორის არის რუსეთი, აზერბაიჯანი, უნგრეთი, მალტა და თურქეთი.

ავტორები აცხადებენ, რომ 2015-დან 2019 წლამდე პერიოდში ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში 26 ჟურნალისტი მოკლეს. 22 შემთხვევაში დამნაშავე დაუსჯელი დარჩა. მედიის თავისუფლების დარღვევა დაფიქსირდა 39 ქვეყანაში.

დატოვე კომენტარი