ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიები სირიაზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიები სირიაზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა

ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტომ ავიაკომპანიები სირიაზე შესაძლო სარაკეტო თავდასხმის შესახებ გააფრთხილა.

„სარაკეტო იერიში მომდევნი 72 საათში არის მოსალოდნელი“, – ნათქვამია სააგანეტოს მიერ 11 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის საჰაერო სივრცეში ფრენები უნდა გადაიხედოს.

„სირიის მიმართულებით რაკეტების შესაძლო გაშვების გამო, მომდევნo 72 საათში დაგეგმილი ფრენები ოპერატიული ინფორმაციის გათვალისწინებით უნდა განხორციელდეს. რეისების საჰარეო დერეფნები, აღნიშნულ რეგიონში, შესაძლოა კიდევ გადაიხედოს“, – ნათქვამია საავაიციო უსაფრთხოების სააგენტოს განცხადებაში.

შეგახსნებთ, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ გუშინ გამართულ სხდომაზე სირიაში განხორციელებული, შესაძლო ქიმიური თავდასხმის შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღო, რის გამოც სარაკეტო შეტევის საფრთხე გაზრდილია. 8 აპრილს დონალდ ტრამპი სირიის ხელისუფლებას, რუსეთსა და ირანს „საფასურის გადახდით“ დაემუქარა.

9 აპრილს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სირიაზე იერიშის გადაწყვეტილებას 48 საათში მიიღებს. 10 აპრილს ცნობილი გახდა, რომ სირიაში განვითარებული მოვლენების გამო, ტრამპა ლათინურ ამერიკაში ვიზიტი გადადო.

პარალელურად, СNN Turk-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკული ავიამზიდი „დონლად კუკი“, რომელი ფრთოსანი რაკეტები არის აღჭურვილი, სირიის ქალაქ ტარტუსისკენ დაიძრა. ამ ქალაქთან ახლოს რუსეთის შეიარაღებული ძალების ბაზა მდებარეობს.