ევროპის საავიაციო სააგენტო ავიაკომპანიებს აფრთხილებს, ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეში, ასევე, ომანის ყურის აკვატორიაზე ფრენებისგან თავი შეიკავონ
ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო ავიაკომპანიებს აფრთხილებს, თავი შეიკავონ ბაჰრეინის, ქუვეითის, კატარის, არაბთა გაერთიანებული საამიროების საჰაერო სივრცეში, ასევე, ომანის ყურის აკვატორიაზე ფრენების შესრულებისგან.
სააგენტოს განცხადებით, „არაპროგნოზირებადი სამხედრო მოვლენები, ასევე, რაკეტების, უპილოტო საფრენი აპარატების, საბრძოლო ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების შესაძლო გამოყენება“ რეგიონში სამოქალაქო ავიაციისთვის „მაღალ რისკს“ ქმნის.
სააგენტოს მიერ გავრცელებული ახალი რეკომენდაცია 29 ივლისამდე მოქმედებს. სააგენტოს განცხადებით, გაგრძელდება ვითარების მონიტორინგი.