ევროპის ქვეყნებში კორონავირუსთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს დონალდ ტრამპმა „დრაკონული“ უწოდა

01:25, 02.11.2020

ევროპის ქვეყნებში კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებულ ახალ შეზღუდვებს დონალდ ტრამპმა „დრაკონული“ უწოდა. მიჩიგანში მხარდამჭერებთან გამართულ შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტმა ამომრჩეველი გააფრთხილა, რომ მისი დემოკრატი მეტოქე, ჯო ბაიდენი ევროპაში დაწესებულ მკაცრ ზომებს მიბაძავს.

დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-ის ცალკეულ ადგილებს აღარასდროს ჩაკეტავს.

„ევროპამ დააწესა დრაკონული ჩაკეტვები. შემთხვევები და მსხვერპლი იზრდება. ახლა მათ ეს ყველაფერი თავიდან უნდა გააკეთონ. რა ჯანდაბას აკეთებენ? ვფიქრობ, წავალ და ავუხსნი“, – თქვა ტრამპმა.

კორონავირუსული ინფექციის ზრდის გამო, ბრიტანეთმა, ესპანეთმა, გერმანიამ, საფრანგეთმა და ავსტრიამ შეზღუდვები ხელახლა დააწესეს.

მსგავსი