ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ბელა“ დაატყდა თავს
ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ბელა“ დაატყდა თავს

ევროპის ქვეყნებს ქარიშხალი „ბელა“ დაატყდა თავს. დასავლური მედიის ინფორმაციით, ბელგიასა და საფრანგეთში ქარის სიჩქარემ საათში 100 კილომეტრს მიაღწია. ბელგიაში, ძლიერი ქარის გაფრთხილების გარდა, სამეფო მეტეოროლოგიურმა ინსტიტუტმა ლიეჟის, ნამურისა და ლუქსემბურგის პროვინციებში საავტომობილო მიმოსვლისთვის ამინდის საშიშროების ნარინჯისფერი დონე გამოაცხადა.

ბრიუსელში, ქარის გამო, პარკები და ტყის ტერიტორიები დაიხურა. 28 დეკემბერს, ღამით ქვეყნის მასშტაბით მოსალოდნელია წვიმა და თოვა.

ძლიერი ქარი აღინიშნა საფრანგეთშიც. ლა-მანშის არხზე ზოგან ქარი საათში 130 კილომეტრს აღწევს. ქარიშხალი ქვეყნის თითქმის მთელ ატლანტიკურ სანაპიროზე იმოქმედებს და პარიზის რეგიონს მიაღწევს. ქვეყანაში ათასობით ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ქარიშხალმა „ბელამ“ პრობლემები შექმნა ბრიტანეთსა და ნიდერლანდებშიც.

დატოვე კომენტარი