ევროპის ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ევროპის ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ევროპის ქვეყნების უმეტესობაში კორონავირუსით ინფიცირებულთა და დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

ნიდერლანდებში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 1172 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაიღუპა 112 ადამიანი. საერთო ჯამში ნიდერლანდების სამეფოში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი 546-ია, ხოლო ინფიცირებულია 8603 ადამიანი.

პორტუგალიაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 4268-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ვირუსის 724 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პორტუგალიაში გარდაიცვალა 76 ადამიანი.

ვირუსით ინფიცირებულთა რიცხვი გაიზარდა რუმინეთშიც, სადაც ერთ დღეში 263 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. დაღუპულია 24 ადამიანი.

ესტონეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულია 575 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაავადებულთა რაოდენობა 37-ით გაიზარდა.

კორონავირუსის გავრცელების შესაჩერებლად შვედეთმა 50-ზე მეტი ადამიანის შეკრება აკრძალა. ახალი შეზღუდვა ძალაში 29 მარტიდან შევა.

ევროპაში შექმნილი მდგომარეობის გამო, ევროპარლამენტის თავმჯდომარე დევის სასოლიმ, ევროპარლამენტის შენობაში მუშაობაზე დაწესებული აკრძალვა 30 აპრილამდე გაახანგრძლივა.