ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს უფლებამოსილება შეუჩერა
ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს უფლებამოსილება შეუჩერა

ევროპის მაუწყებელთა კავშირმა რუსეთს უფლებამოსილება შეუჩერა. ამის შესახებ ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, EBU-ს აღმასრულებელმა საბჭომ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, რუსეთის სამ არხს – RTR-ს, რუსეთის პირველ არხს და RDO-ს უფლებამოსილება შეუჩერა მმართველობით ჯგუფებში, მათ შორის აღმასრულებელ საბჭოსა და ყველა ნორმატიულ კომიტეტში.

„ეს მოჰყვა გასულ კვირას მიღებულ გადაწყვეტილებას რუსეთის 2022 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსიდან გარიცხვის შესახებ. ამ ქმედების განხორციელებისას აღმასრულებელმა საბჭომ გაითვალისწინა სამი წევრი ორგანიზაციის მიერ, 26 თებერვალს გამოქვეყნებული საჯარო განცხადება, რომლებიც EBU-დან გასვლის განზრახვაზე აცხადებდნენ. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა, როგორც სიმღერის კონკურსიდან რუსეთის გარიცხვის პირდაპირი შედეგი. წევრებმა ვერბალურად დაგვიდასტურეს მათი განზრახვა დატოვებასთან დაკავშირებით და ჩვენ ველოდებით მათ ოფიციალურ დადასტურებას. შეჩერება ძალაში დარჩება აღმასრულებელი საბჭოს შემდგომ გაფრთხილებამდე“, – ნათქვამია განცხადებაში.