ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო
ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო

ევროპის მაუწყებელთა კავშირის აღმასრულებელმა საბჭომ ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიისთვის წევრობის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო.

ბელარუსის მაუწყებელს პასუხისთვის ორკვირიანი ვადა ეძლევა, რის შემდეგაც გადაწყვეტილება ძალაში შევა.

„ევროპის მაუწყებელთა კავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს ბელარუსში მედიის თავისუფლების შეზღუდვას და მუდმივად მოუწოდებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიას, როგორც „ევროპის მაუწყებელთა კავშირის“ წევრს, დაიცვას სიტყვის თავისუფლების, დამოუკიდებლობისა და ანგარიშვალდებულების ჩვენი ძირითადი ღირებულებები“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ის განსაკუთრებით შეშფოთებულია ბოლო კვირების განმავლობაში აშკარად იძულების გზით მიღებული ინტერვიუების ეთერში ტრანსლაციის გამო.

ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებით, ამ საკითხზე ორგანიზაცია ასევე თვალს ადევნებდა ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის სხვა გადაცემებსაც, რამაც გამოიწვია სხვა სერიოზული და განსაკუთრებული შეშფოთებები.

„ამ განსაკუთრებული მოვლენების გათვალისწინებით, აღმასრულებელ საბჭოს სხვა ალტერნატივა არ აქვს, გარდა ევროპის მაუწყებელთა კავშირში ბელარუსის ტელე-რადიოკომპანიის წევრობის შეჩერების ინიციატივის დაყენებისა“, -ნათქვამია საბჭოს განცხადებაში.