ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა
ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 250 000-ს გადააჭარბა

ევროპის მასშტაბით „კოვიდ-19“-ის ლეტალური შემთხვევების რიცხვმა 250 000- ს გადააჭარბა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ევროპა ლათინური ამერიკის შემდეგ მეორე რეგიონია, სადაც ახალი ტიპის კორონავირუსს 250 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

„როიტერი“ წერს, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდული ზრდა ფიქსირდება.

22 ოქტომბერს ევროპაში „კოვიდ-19“-ის ინფიცირებულთა რაოდენობა 24 საათის განმავლობაში 200 000-ით გაიზარდა, რაც პანდემიის დაწყების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

დატოვე კომენტარი