შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა დასრულდა და სამივე ქართული გუნდის მეტოქე გაირკვა.
თბილისის “დინამოს” შესაძლო მეტოქეებიდან (“პროგრესი” (ლუქსემბურგი), “შიროკი ბრიეგი” (ბოსნია), “შკუპი” (მაკედონია), “სტუმბრასი” (ლიეტუვა), “დუნაისკა სტრედა” (სლოვაკეთი)) წილისყრამ სლოვაკეთის წარმომადგენელი “დუნაისკა სტრედა” შეახვედრა. პირველ შეხვედრას სლოვაკები 12 ივლისს უმასპინძლებენ, ხოლო მეორე, 19 ივლისს “დინამო-არენაზე“ გაიმართება.
საჩხერეს “ჩიხურას” ხუთი შესახლო მეტოქე ჰყავდა – “ლეხი” (პოლონეთი), “ბეითარი” (ისრაელი), “ლევსკი” (ბულგარეთი), “ირტიში” (ყაზახეთი) და “ჟელეზნიჩარი” (ბოსნია). მასაც მძიმე მოწინააღმდეგე ეყოლება – ისრაელის „ბეითარი“. „სამტრედიას“ მსგავსად, სახერელებიც პირველ მატჩს სახლში გამართავენ, ხოლო განმეორებითს – გასვლაზე.
შეგახსენებთ, რომ “სამტრედიას” ყაზახური „ტობოლი“ შეხვდა, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ნახევარმცველი – კაპიტანი ჯაბა კანკავა და ნიკა კვეკვესკირი თამაშობენ.