ევროპის ლიგაზე „არსენალი“-„ეინდჰოვენის“ მატჩი გაურკვეველი ვადით გადაიდო #1TVSPORT
ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩი „არსენალსა“ და „ეინდჰოვენს“ შორის გადაიდო.
უეფა-ს პრესსამსახურმა გამოაცხადა, რომ მეორე ტურის შეხვედრა, რომელიც 15 სექტემბერს იყო დაგეგმილი, სხვა დროს გაიმართება.
ასეთი გადაწყვეტილება უკავშირდება საპოლიციო ძალების დეფიციტსა და საორგანიზაციო სირთულეებს ლონდონში, სადაც ამჟამად მიმდინარეობს ელიზაბეტ II-ის დაკრძალვის ცერემონიისთვის მზადება.
„არსენალისა“ და „ეინდჰოვენის“ მატჩის ახალი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.