ევროპის ლიგა | კიტეიშვილმა „შტურმში“ შეუცვლელად ითამაშა - მამაგეიშვილი ავსტრიელებს ჯერ ვერ ეხმარება #1TVSPORT
ევროპის ლიგა | კიტეიშვილმა „შტურმში“ შეუცვლელად ითამაშა - მამაგეიშვილი ავსტრიელებს ჯერ ვერ ეხმარება #1TVSPORT

ოთარ კიტეიშვილის და გიზი მამაგეიშვილის გრაცის „შტურმი“ ევროპის ლიგაზე როტერდამში „ფეიენოორდს“ ესტუმრა და 0:3 დამარცხდა.

ჯგუფური ეტაპის მე-7 ტურის დაპირისპირებაში მამაგეიშვილი ჯერ „შტურმის“ საევროპო განაცხადში არ იყო. მიზეზი ისაა, რომ ამ ეტაპის განაცხადი შემოდგომაზე შედგა, როდესაც ის თბილისის „იბერიაში“ თამაშობდა და ავსტრიის ჩემპიონის სამატჩო ოქმში მხოლოდ პლეიოფში გასვლის შემთხვევაში მოხვდება.

რაც შეეხება კიტეიშვილს, ავსტრიელების ძირითად შემადგენლობაში იყო და 90 წუთი ითამაშა. ის ერთ-ერთი იშვიათი იყო სტუმრებიდან, რომელმაც ნიდერლანდელების კარის აღება სცადა და ავსტრიელებში მეორე საუკეთესო შეფასება მიიღო – 7,1 ქულა.

ნიდერლანდური გუნდი თავიდანვე დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მე-5 წუთზე ცუიოში ვატანაბეს გოლით დაწინაურდა. „ფეიენოორდი“ შესვენების შემდეგაც მეტოქეზე უკეთ თამაშობდა – ანის ჰაჯი მუსამ (69) და გონსალო ბორხესმა (90) უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს.

ევროპის ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გამართული 7 ტურის შემდეგ გრაცის „შტურმი“ 4 ქულითაა და პლეიოფში მოხვედრის შანსი, ფაქტობრივად, დაკარგა.