ევროპის ლიგა „ატლეტიკომ“ მოიგო
ევროპის ლიგა „ატლეტიკომ“ მოიგო

ლიონში ევროპის ლიგის თასის ფინალი გაიმართა, რომელიც მადრიდის „ატლეტიკოს“ ტრიუმფით დასრულდა. დიეგო სიმეონეს გუნდმა დიდი ანგარიშით დაამარცხა „მარსელი“ და რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ტრიუმფატორი გახდა.

ფინალის გმირი „ატლეტიკოს“ ფრანგი ფორვარდი ანტუან გრიზმანი გახდა, რომლის დუბლით ესპანურმა კლუბმა უკვე მეორე ტაიმის დებიუტისთვის სოლიდურ უპირატესობას მიაღწია. 21-ე და 49-ე წუთებზე გრიზმანმა ორჯერ გამოიყენა „მარსელის“ მეკარესთან სტივ მანდანდასთან ერთი ერთზე გასვლა. შეხვედრას კი წერტილი გაბიმ დაუსვა 89-ე წუთზე – 3:0 მარდიდელთა სასარგებლოდ.
„ატლეტიკომ“ მესამედ მოიგო ევროპის ლიგა (უეფას თასი) და გაუთანაბრდა „ინტერს“, „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“. ამ სამეულზე წინ მხოლოდ „სევილიაა“ ხუთი მოგებით.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

„ატლეტიკო“: ობლაკი, ვრსალკო (46. ხუანფრანი), გოდინი, ხიმენესი, ერნანდესი, კორეა (88. პარტეი), საულ ნიგესი, გაბი, კოკე, გრიზმანი (90. ფერნანდო ტორესი), დიეგო კოშტა.

„მარსელი“: მანდანდა, სარი, ლუის გუსტავო, რამი, ამავი, ტოვენი, სანსონი, ზამბო, პაიე (32. ლოპესი), ოკამპოსი (55. ნჟი), ჟერმენი (74. მიტროგლუ).