ევროპის ლიგა - 1/16 ფინალი, საპასუხო მატჩების ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT
ევროპის ლიგა - 1/16 ფინალი, საპასუხო მატჩების ფაქტები და სტატისტიკა #1TVSPORT

ფაქტები

* „დორტმუნდი“ ბოლო 10 წელიწადში პირველად ვერ გავიდა ევროთასების მერვედფინალში.

* „ზენიტს“ ევროთასებზე სტუმრად 19-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

* „ბარსელონამ“ ბოლო ხუთ ოფიციალურ მატჩში სამჯერ გაიტანა ოთხი გოლი.

* „ბარსელონაში“ გადასვლის შემდეგ, ტრაორეს ხუთ მატჩში ოთხი შედეგიანი გადაცემა აქვს.

* „ბარსელონას“ ბოლო ორ მატჩში ობამეიანგმა ოთხი გოლი გაიტანა.

* 18 წლის ბელინგემი (დორტმუნდი) წელს ევროთასებზე საუკეთესო ინგლისელია – რვა მატჩში რვა ქულა – სამი გოლი და ხუთი შედეგიანი გადაცემა.

 

დინამო (ზ)-სევილია   1:0 (1:3)

გოლი: 1:0 ორშიჩი (65-პენ)

 

ნაპოლი-ბარსელონა     2:4 (1:1)

გოლები: 0:1 ჟორდი ალბა (8) 0:2 ფ დე იონგი (13) 1:2 ინსინიე (23-პენ), 1:3 პიკე (45) 1:4 ობამეიანგი (59), 1:4 პოლიტანო (87)

 

რეინჯერსი-დორტმუნდი       2:2 (4:2)

გოლები: 1:0 ტავერნიე (22), 1:1 ბელინგემი (31), 1:2 მალენი (42), 2:2 ტავერნიე (57)

 

ბრაგა-შერიფი    2:0 (0:2) პენ. 3:2

გოლები: 1:0 მედეიროსი (17), 2:0 ჰორტა (43)

 

ბეტისი-ზენიტი 0:0 (3:2)

 

სოსიედადი-ლაიპციგი            1:3 (2:2)

გოლები: 0:1 ორბანი (39), 0:2 ანდრე სილვა (59), 1:2 სუბიმენდი (67), 1:3 ფორსბერგი (89-პენ)

 

ოლიმპიაკოსი-ატალანტა        0:3 (1:2)

გოლები: 0:1 მელე (40), 0:2 მალინოცსკი (67), 0:3 მალინოცსკი (69)

 

ლაციო-პორტუ  2:2 (1:2)

გოლები: 1:0 იმობილე (19), 1:1 თარემი (31), 1:2 ურიბე (68), 2:2 კატალდი (90+5)

 

25 თებერვალს გაიმართება 1/8 ფინალის წილისყრა.

განთესილები იქნებიან: ვესტ ჰემი, ლიონი, მონაკო, ლევერკუზენი, აინტრახტი, სპარტაკი, ცრვენა ზვეზდა, გალათასარაი.

განუთესავები: ლაიპციგი, ატალანტა, ბრაგა, პორტუ, რეინჯერსი, ბარსელონა, ბეტისი, სევილია.