ევროპის ძიუდოს კავშირის აღიარება - ზურაბ კახაბრიშვილი წლის საუკეთესო ექიმია #1TVSPORT
ძიუდოს ევროპის კავშირმა ზურაბ კახაბრიშვილს წლის საუკეთესო ექიმის წოდება მიანიჭა და ძიუდოში შეტანილი წვლილისთვის, ლისაბონში დააჯილდოვა.
საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტი და ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი ექიმი ლისაბონში მიმდინარე ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის მთავარ ექიმად არის დანიშნული.
სპეციალური პრიზი ევროპული ძიუდოს მმართველი ორგანიზაციისგან საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის პრეზიდენტმა ზურაბ კახაბრიშვილმა დღეს მიიღო.