ევროპის ჩემპიონატზე ტყვიით მსროლელი ლიზი კილაძე საპრიზო სამეულში ვერ მოხვდა
უნგრეთის ქალაქ დიორში პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ახალგაზრდულ ტურნირზე ლიზი კილაძე 193.3 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა.
ფინალში საქართველოს მეორე მონაწილე ნინო ხუციბერიძეც შევიდა, თუმცა ახალგაზრდებში 2016 წლის ვიცე-ჩემპიონი იქ 133.7 ქულით მეშვიდე ადგილზე გავიდა.
ხუციბერიძემ დიორში ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე პროგრამა მაქსიმუმი შეასრულა და მსოფლიოს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა.
23 თებერვალს შერეული წყვილში დედა-შვილი ნინო სალუქვაძე და ცოტნე მაჭავარიანი გამოვლენ, ხოლო პირად პირველობის გამარჯვებულები 24 თებერვალს გამოვლინდებიან.