ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ხელბურთელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

დღეს დიუსელდორფში ხელბურთში ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა. ტურნირი 2024 წლის 10-28 იანვარს გერმანიაში გაიმართება და მასში მონაწილეობას 24 ქვეყნის ნაკრები მიიღებს.

საქართველოს ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც ჩვენი მეტოქეები შვედეთის, ნიდერლანდებისა და ბოსნიის ეროვნული ნაკრებები იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის საუკეთესო მესამეადგილოსნების ოთხეულში მოხვდა და ევროპის ჩემპიონატზე ისტორიაში პირველად ითამაშებს.

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფები:

A ჯგუფი: საფრანგეთი, გერმანია, ჩრ. მაკედონია, შვეიცარია.

B ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, ხორვატია, რუმინეთი.

C ჯგუფი: ისლანდია, უნგრეთი, სერბეთი, მონტენეგრო.

D ჯგუფი: ნორვეგია, სლოვენია, პოლონეთი, ფარერები.

E ჯგუფი: შვედეთი, ნიდერლანდები, ბოსნია-ჰერცეგოვინა, საქართველო.

F ჯგუფი: დანია, პორტუგალია, ჩეხეთი, საბერძნეთი.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების კალენდარი:

11 იანვარი

ნიდერლანდები – საქართველო

13 იანვარი

საქართველო – შვედეთი

15 იანვარი

ბოსნია – საქართველო