ევროპის ჩემპიონატზე მედლების მოსაპოვებლად კიდევ ხუთი ქართველი იჭიდავებს #1TVSPORT
ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, დღეს ქართველი ფალავნები დარჩენილ ხუთ წონით კატეგორიაში გამოვლენ, ესენი არიან: ფრიდონ აბულაძე (60 კგ), რამაზ ზოიძე (67 კგ), შმაგი ბოლქვაძე (72 კგ), გელა ბოლქვაძე (82 კგ) და რევაზ ნადარეიშვილი (97 კგ).
წინასწარი ეტაპის შეხვედრები თბილისის დროით 13:30 საათზე, ხოლო ნახევარფინალები – 18:45-ზე გაიმართება.
დღესვე, 20:00 საათიდან, ბუდაპეშტში ფინალურ ბლოკში ბერძნულ-რომაულ სტილით ჭიდაობაში მედლების პირველი ხუთი კომპლექტი გათამაშდება. ორ წონით კატეგორიაში ოქროს მედლებისთვის ქართველები იბრძოლებენ.
ფინალში ნუგზარ წურწუმია (55 კგ) აზერბაიჯანელ ელდანიზ აზიზლის დაუპირისპირდება.
აზერბაიჯანელი მეტოქე ეყოლება ფინალისტ ლერი აბულაძესაც (63 კგ) – ტელეჰ მამადოვი.
87კგ წონით კატეგორიაში კი ბრინჯაოს მედლისთვის აგრძელებს ბრძოლას რობერტ კობლიაშვილი. რეპეშაჟის ნახევარფინალში იგი შვეიცარიელ დამიან ვონ ოვთან იჭიდავებს. გამარჯვების შემთხვევაში რობერტი გადამწყვეტ შეხვედრაში იტალიელ მირჩო მინგუცის დაუპირისპირდება.