ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსს შეხვდება #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ქალთა ნაკრები ბელარუსს შეხვდება #1TVSPORT

საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეხუთე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდის მეტოქე ბელარუსის ნაკრები იქნება.

11 ივლისს ირის ანტმანის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. საწვრთნელ პროცესში გუნდის ყველა ფეხბურთელი მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მაკარე: თათია გაბუნია (კვარტალი), სვეტლანა გაბელაია (ელიტა), ეკა თაბაგარი (ლანჩხუთი)

დაცვა: მარიამ კალანდაძე, სოფიკო ნარსია, გვანცა ქადაგიშვილი, ნინო ჩხარტიშვილი, მარიამ კაპანაძე (ყველა – ლანჩხუთი), სალომე გასვიანი (კვარტალი), ნატა კვირკვაია (ნიკე-ლუსო), თამარ ქველიძე (ეტლინგვაიაერი, გერმანია)

ნახევარდაცვა: ნინო პასიკაშვილი, ნათია დანელია, სალომე დიმოპულო, ანასტასია ბოლქვაძე (ყველა – კვარტალი), ნინო ბუხრიკიძე, მაიკო ბებია, ლიზი მწყერაშვილი (ყველა – ნიკე-ლუსო), თინათინ ამბალია, ირინა ხაბურზანია (ორივე – ლანჩხუთი).

თავდასხმა: თეონა ბაქრაძე, ანა ჩემინავა (ორივე – ტრაბზონსპორი, თურქეთი), სოფი ხელაშვილი (ოჰაიო პრემიერი, აშშ).

საქართველოს და ბელარუსის ქალთა ნაკრები გუნდების შეხვედრა 12 ივლისს, 20:00 საათზე, „მიხეილ მესხი 2“-ზე გაიმართება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.