ევროპის ჩემპიონატი წყალბურთში | საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონ უნგრეთთან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT

ხორვატიაში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონს, უნგრეთს დაუპირისპირდა და 11:15 დამარცხდა.

მატჩის პირველი მეოთხედი უნგრელების უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით, 5:2 დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა მეორე მეოთხედში თამაში გამოასწორა და მინიმალური სხვაობით წააგო – 3:4, მესამე მეოთხედი კი ჩვენმა გუნდმა 6:4 მოიგო.

შეხვედრის უკანასკნელი მეოთხედის წინ ქართველი წყალბურთელები უნგრეთის ნაკრებს მხოლოდ 2 ბურთით ჩამორჩებოდნენ. მეოთხედის მსვლელობისას ისინი შეტევების დროს ჩქარობდნენ, რის გამოც შეცდომებს უშვებდნენ. საბოლოოდ, უნგრეთმა ბოლო 8 წუთი 2:0 მოიგო და, საერთო ჯამში, 15:11 გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში საქართველოს ნაკრებმა იტალიასთან 5:22 წააგო. მესამე ტურის მატჩში ქართველი წყალბურთელები საბერძნეთს 8 იანვარს შეხვდებიან, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს 19:50 საათიდან პირველი არხი შემოგთავაზებთ.