ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა, მაგრამ მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა, მაგრამ მერვედფინალში ითამაშებს #1TVSPORT

საქართველოს მინიფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ტურნირის ფავორიტს, რუმინეთს დაუპირისპირდა და 0:3 დამარცხდა, თუმცა პლეი ოფში ითამაშებს.

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ტურნირის წინა ორ შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა დააგროვა. ჯგუფის მეორე მატჩში ესპანეთი ინგლისს დაუზავდა (1:1) და გაირკვა, რომ ვეღარ გადაგვასწრებდა, ჩვენი უშუალო შეხვედრა კი მხოლოდ პირველადგილოსანს არკვევდა.

რუმინელებმა თამაში კარგად დაიწყეს, რამდენიმე რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ჩვენი მეკარე კოკა სეფიაშვილი საიმედოდ თამაშობდა. თუმცა მე-15 წუთზე მეტოქის კაპიტნის, მირჩა პოპას ძლიერი დარტყმის მოგერიება ვეღარ შეძლო. მეორე ტაიმში კი თავი ალექსანდრუ ბურჩეანუმ და ვიორელ შაიმმა გამოიჩინეს.

საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გავიდა, სადაც პოლონეთის ძლიერ ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩი 31 მაისს 22:30 საათზე გაიმართება.