ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები კინაღამ ჯგუფში ჩატოვეს - ბულგარეთი მონტენეგროსთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი მინიფეხბურთში | საქართველოს ნაკრები კინაღამ ჯგუფში ჩატოვეს - ბულგარეთი მონტენეგროსთან დამარცხდა #1TVSPORT

მინიფეხბურთში „ევრო 2022“-ზე, „ც“ ჯგუფში, სადაც საქართველოს ნაკრები თამაშობს, ბოლო ტურის მეორე შეხვედრა გაიმართა და ჯგუფში ადგილები გადანაწილდა. ბულგარეთი მონტენეგროს შეხვდა და მოულოდნელად დამარცხდა.

ბულგარეთი 6 ქულით ჯგუფის ლიდერი იყო, ამდენივე ქულით მეორეზე საქართველოს ნაკრები იმყოფებოდა, ხოლო მესამეადგილოსან მონტენეგროს 3 ქულა ჰქონდა, მაგრამ მონტენეგროელებმა ზუსტად იმ ანგარიშით მოიგეს, რაც ჯგუფში პირველობისთვის საკმარისი იყო – 3:1 და საქართველო მესამე ადგილზე დააქვეითეს.

ერთადერთი, „დ“ ჯგუფში არის შანსი, მესამეადგილოსანმა 6 ქულა დააგროვოს – უნგრეთს ამდენი ქულა უკვე აქვს, ხოლო ახლა პორტუგალია (3 ქულა) პირველადგილოსან უკრაინას (6 ქულა) შეხვდება.

ც ჯგუფი. სატურნირო ცხრილი

1 მონტენეგრო 3 6

2 ბულგარეთი 3 6

3 საქართველო 3 6

4 ავსტრია 3 0

ასეთ დროს გამარჯვებული ლიდერთა სამეულის თამაშებით გამოითვლება, ბოლოადგილოსანთან შედეგი კი მხედველობაში არ მიიღება. პირველ ადგილზე გადის ბურთების უკეთესი სხვაობის მქონე გუნდი, მაგრამ თუ ყველას მსგავსი მაჩვენებელი დაუგროვდება, პირველ ადგილზე მეტი გოლის გამტანი გუნდი გადის. მონტენეგრომ მეტოქეთა კარი 8-ჯერ აიღო (ხოლო ბურთების ბალანსი +3). ბულგარეთის ანგარიშზე იყო 7 გოლი (ბურთების ბალანსი +3), ხოლო საქართველოს – 5 გოლი (ბურთების ბალანსი +2). ამგვარად, პირველზე მონტენეგრო გავიდა, ხოლო საქართველოს ნაკრები – მესამეზე.

თუმცა ჩვენი გუნდი პლეიოფში მოხვდა. „ევრო 2022“-ზე 24 გუნდი 6 ჯგუფში გადანაწილდა და პლეიოფში არა მხოლოდ პირველ-მეორეადგილოსნები, არამედ 4 საუკეთესო მესამეადგილოსანიც გავა. საქართველო კი მესამეადგილოსნებში ერთ-ერთი საუკეთესოა.