ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT
ევროპის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან დამარცხდა #1TVSPORT

ბოსნია-ჰერცეგოვინაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან 0:2 დამარცხდა და შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი შეუმცირდა.

ჩვენმა გუნდმა პირველ ტურში ერთ-ერთ ფავორიტ სერბეთთან შეხვედრა 2:2 დაასრულა და მეორე ტურის მატჩს იმედიანად ელოდა, მაგრამ თამაში ბულგარეთის ნაკრებმა უკეთ ჩაატარა და საბოლოოდ მიზანსაც მიაღწია.

პირველი ტაიმი დაძაბული გამოდგა და უგოლოდ დასრულდა. ბულგარელებმა ანგარიში 33-ე წუთზე დიმიტროვის გოლით გახსნეს. 42-ე წუთზე ჩვენი ნაკრები კაცნაკლული დარჩა – არბიტრმა მოედნიდან ექიზაშვილი გააძევა, 45-ე წუთზე კი კირიაკოვმა მეორედ აიღო ჩვენი ნაკრების კარი და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

ჩვენი გუნდი მომავალ შეხვედრას ხვალ, 4 ივნისს, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 15:00 სთ-ზე დაიწყება.