ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში - ეთერ ლიპარტელიანი პირველი დღის საუკეთესოდ დასახელდა
„ის ქმნის ისტორიას ქართულ ძიუდოში, რადგან ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ქართული ტრადიციული ილეთი შეასრულა“ – ასე გამოეხმაურნენ ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანის წარმატებას.
ევროპის ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის მესვეურებმა პირველი დღის შედეგების შეფასების შემდეგ ეთერ ლიპარტელიანი საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს.