ევროპის ჩემპიონატი ძიუდოში – ეთერ ლიპარტელიანი პირველი დღის საუკეთესოდ დასახელდა

11:12, 13.09.2019

„ის ქმნის ისტორიას ქართულ ძიუდოში, რადგან ევროპის ჩემპიონატზე რამდენიმე ქართული ტრადიციული ილეთი შეასრულა“ – ასე გამოეხმაურნენ ევროპის ძიუდოს კავშირის წარმომადგენლები ევროპის ჩემპიონატზე ეთერ ლიპარტელიანის წარმატებას.

ევროპის ძიუდოს მმართველი ორგანიზაციის მესვეურებმა პირველი დღის შედეგების შეფასების შემდეგ ეთერ ლიპარტელიანი საუკეთესო ძიუდოისტად დაასახელეს.

მსგავსი