ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

00:32, 19.08.2022

ევროპის ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში ძლიერი შტორმების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის სამი ბავშვი. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ქარის მიერ წაქცეულ ხეს რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა ავსტრიასა და იტალიაში, ასევე საფრანგეთის კუნძულ კორსიკაზე.

ძლიერმა ქარმა და უხვმა ნალექმა კუნძულ კორსიკაზე გაანადგურა რამდენიმე ბანაკი, ხოლო ვენეციაში ქვის ფილა მოგლიჯა ბაზილიკიდან. კორსიკაზე ქარის სიჩქარე 224 კმ/სთს- აღწევდა.

ევროპაში ქარი და ნალექი რამდენიმეკვირიან გვალვასა და მაღალ ტემპერატურას მოჰყვა.

მსგავსი