ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა
ევროპის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა.
შტორმ „ბორისის“ შედეგად ჩეხეთში, ავსტრიაში, პოლონეთსა და რუმინეთში წყალდიდობაა.
შვიდი ადამიანი დაიღუპა რუმინეთში, შვიდი – პოლონეთში, ხუთი – ავსტრიაში, ოთხი კი – ჩეხეთში.
პოლონეთის რამდენიმე ქალაქში, არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესი შეჩერებულია.
სტიქიის ზონებიდან ათასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. მდინარე დუნაის ადიდებისა და მოსალოდნელი წყალდიდობისთვის ემზადებიან სლოვაკეთისა და უნგრეთის დედაქალაქებში.